Tuesday, December 8, 2015


ნინოობას გილოცავთ




                  

Sunday, November 23, 2014

23 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება. 23 ნოემბერს (ძვ. სტილით 10 ნოემბერს) წმინდანის ბორბალზე წამების დღე აღინიშნება.
III-IV საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები და ქრისტიანობისათვის წამებული წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას თაყვანს სცემენ არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები: კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში-ყურანშიც კი მოიპოვება.  
საქართველოში ამ წმინდანისადმი ოდითგანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება იგრძნობოდა. მის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და დღესაც შენდება. თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა, რომლებიც გიორგობის დღესასწაულზე მლოცველებს ვეღარ იტევენ.
დიდმოწამისადმი პატივისცემისა და თაყვანისცემის ერთ-ერთ გამოხატულებად  სწორედ 23 ნოემბერი (ძვ. სტილით 10) მიიჩნევა, რადგან გიორგობას, სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ წელიწადში ორჯერ.

Tuesday, November 18, 2014

საქართველოს კუთხეები

პროექტის სახელი
საქართველოს კუთხეები
პროექტის მთავარი თემა
სხვადასხვა პროგრამებში მუშაობა(PowerPoint, Snipping Tool,Internet)
პროექტის აქტუალობა
ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა პროგრამებში სამუშაოდ
პროექტის მიზნები
მოსწავლეებმა გამოიკვლიონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეები. მოძიებული ინფორმაციის წარმოდგენა პრეზენტაციის სახით
მონაწილეთა ასაკი
11-12 წელი
ვადები
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები(პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას)
საქართველოს ყველა კუთხეზე შექმნილი საპრეზენტაციო დოკუმენტები
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი, ინტერნეტი
პროექტის მსვლელობა
მოსწავლეები დაიყოფიან 10 ჯგუფად,თითოეულ ჯგუფს ექნება დავალებათ საქართველოს ერთ-ერთი კუთხის შესწავლა გამოკვლევა: ადგილმდებარეობა, რუკა,  ქალაქები თავისი ფოტოებით, მოსახლეობის რაოდენობა, ნაციონალური ტანსაცმელი, ისტორიული ძეგლები,ბუნება და კლიმატი,  საზოგადო მოღვაწეები.ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციის სახით.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ის ტექნ. VI.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
პროექტის ხელმძღვანელი
ირმა ფსუტური
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
Irma.psuturi9@gmail.com
პროექტის ბლოგი
http://irmapsuturi9.blogspot.com/